ზურაბ ჯაფარიძე: ამწიეს ჰაერში, გამაქანეს და სამი საათი გავატარე პოლიციაში

© Sputnik / STRINGERზურაბ ჯაფარიძე, პარტია „გირჩის“ ლიდერი
ზურაბ ჯაფარიძე, პარტია „გირჩის“ ლიდერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის განყოფილებაში სამი საათი გაატარა

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დაკავების დეტალებზე საუბრობს, იუწყება  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

„არაფერი დამიშავებია, ერთადერთი რასაც ვითხოვდი, იყო ის, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოსულიყო და დამლაპარაკებოდა, ამის გამო ამწიეს ჰაერში, გამაქანეს და სამი საათი გავატარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მშვიდად, წყნარად, ძალიან კარგად მექცეოდნენ. თუ ვინმეს ილუზიები ჰქონდა, რომ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიცვლება, ეს ილუზია აღარავის აღარ აქვს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სპეცრაზმი და პოლიცია - სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში - Sputnik საქართველო
თბილისის „ღამის ეკონომიკის“ ხელმძღვანელმა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დარტყმა ბიზნესსექტორზე და სახელმწიფოს პასუხი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

„ის, რაც ვნახეთ გუშინ, როგორ განვითარდა მოვლენები, ჯერ „ბასიანთან“ და მერე პარლამენტის შენობის წინ, იყო წარმოუდგენელი ამბავი. სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ქმედებას არავინ ელოდა, კონკრეტულად პოლიციის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ეს არის თავდასხმა კონკრეტულ ბიზნესსექტორზე, ჩვენ ასევე ვნახეთ ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტები, როგორ ურტყამდნენ ადამიანებს და როგორ ტენიდნენ მანქანაში,  მათ შორის მეც“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქციის დროს, პარლამენტის შენობის წინ იმ მომენტში დააკავეს, როდესაც ის ტელეკომპანია Rustavi2-ის ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა.

ყველა ახალი ამბავი
0