რეგისტრაცია თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში ჩვეულებრივზე ადრე დაიწყება

© Pixabay / dimitrisvetsikas1969საბავშვო სათამაშო მოედანი
საბავშვო სათამაშო მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში 40 საბავშვო ბაღი მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბავშვების რეგისტრაცია თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში დაიწყება მაისის შუა რიცხვებში და არა ივნისში, როგორც ეს ადრე ხდებოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
ღომი მჭადის ნაცვლად - თბილისში საბავშვო ბაღებში მენიუ შეიცვალა

თბილისში სახელმწიფო საბავშვო ბაღები მუშაობას 29 ივნისს ასრულებენ. თბილისში ივლისში 40 საბავშვო ბაღი იმუშავებს, რომლებიც 13 ათას აღსაზრდელს მიიღებენ.

ჩვეულებრივზე ადრე დაიწყება ასევე სახელმწიფო საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციაც. ის ივნისში დაიწყება და არა ივლისში, როგორც ადრე იყო. პირველ ეტაპზე ბაღებში ჩაირიცხებიან ბავშვები სოციალურად დაუცველი და იმ ოჯახებიდან, რომელთა შვილი უკვე იმავე ბაღის აღსაზრდელია. მომდევნო ეტაპზე კი, ასევე ივნისში, ბაღში ყველა დანარჩენი მსურველი შეძლებს დარეგისტრირებას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

თბილისში 171 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბავი
0