ქობულეთი–ბათუმის გვირაბი იკეტება

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვირაბში ორი დღის განმავლობაში პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველო–თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა ორი დღით იზღუდება, იუწყება ტელეარხი Imedi.

ჩაქვი–მახინჯაურის ორმხრივი გვირაბის (ბათუმი–ქობულეთი და ქობულეთი–ბათუმი) ნაწილი 5–6 მაისს პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების გამო დაიკეტება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის ნაკადი გვირაბის ბათუმი–ქობულეთის მიმართულებაზე გადაერთვება და მანქანები აქ ორი დღის განმავლობაში ორმხრივად იმოძრავებენ.

ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0