პროფესორი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

CC0 / Pixabay / ხსოვნის სანთლები
ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დალი ფანჯიკიძე ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის მეუღლე იყო

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მთარგმნელი და პროფესორი დალი ფანჯიკიძე 81 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინფორმაციას დედის გარდაცვალების შესახებ ნათია ფანჯიკიძე ავრცელებს, რომელმაც Facebook-გვერდზე  ფოტო გამოაქვეყნა წარწერით — დედა გარდაიცვალა.

დალი ფანჯიკიძე 1937 წლის 23 მარტს დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, 1993 წლიდან კი პროფესორი და კათედრის გამგე.

დალი ფანჯიკიძე თომას მანის რომანების პირველი მთარგმნელია საქართველოში. მას თარგმნილი აქვს თომას მანის „ჯადოსნური მთა", „ბუდენბროკები", მაქს ფრიშის ორი რომანი, გრიგოლ რობაქიძის

ქალღმერთის ძახილი" და სხვები. მისი ერთ-ერთი პირველი თარგმანი ჰენრიხ ბიოლის მოთხრობა იყო. გარდა თავად თარგმანებისა, დალი ფანჯიკიძეს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი თარგმანის ხელოვნებაზე, ერთ-ერთი მათგანია „ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები".

ფანჯიკიძეს მიღებული აქვს არაერთი პრემია, მათ შორის საუნივერსიტეტო და ივანე მაჩაბელის სახელობის პრემიები. არის ღირსების ორდენის კავალერი.

დალი ფანჯიკიძე ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის მეუღლე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0