12:38 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1793)
71 0 0

19 აპრილს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, შპს „იბოლიამ“ გორის გვირაბში მოძრაობა 1,5 საათით ჩაკეტა

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. გზების დეპარტამენტმა  გაფრთხილების გარეშე გვირაბის ჩაკეტვისთვის შპს „იბოლია“ და  „ სს ინსტიტუტი იგჰ“ დააჯარიმა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 19 აპრილს  შპს „იბოლიამ“  ორმოული შეკეთების სამუშაოების განხორციელების მიზნით,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 1.5 საათით ჩაკეტა.

„შპს „იბოლიამ “ მოძრაობის შეწყვეტის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეატყობინა, რის გამოც არ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დეპარტამენტმა კონტარქტორი ორგანიზაციისა და ზედამხედველი კომპანიის მიმართ  კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები მიიღო. კერძოდ, შპს „იბოლია“ ხელშეკრულების შესაბამისად  დაჯარიმდა 27, 5 ათასზე მეტი ლარით, ხოლო საზედამხედველო კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ – 45, 3 ათასზე მეტი ლარით.


თემები:
თბილისი დღეს (1793)

მთავარი თემები