ყინული, სპორტი და სიყვარული: როგორ სთხოვა ცოლობა ქართველმა ჰოკეისტმა შეყვარებულს

გამოწერა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყინულზე გამარჯვების შემდეგ სასიყვარულო ფრონტზე გადაინაცვლა

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჰოკეის ნაკრების თავდამსხმელმა ალექსანდრე ვასილჩენკომ ცოლობა თავის საყვარელ ადამიანს კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) საქართველოსა და ტაივანს შორის მატჩის დასრულებისთანავე სთხოვა.

გოგონა ყინულზე ალექსანდრეს მისალოცად გავიდა, მაგრამ აშკარად დაიბნა, როდესაც ფორვარდმა მუხლებზე დაიჩოქა და მას ცოლობა სთხოვა. გოგონა დათანხმდა.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც მესამე დივიზიონში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ტაივანი 11:2 ანგარიშით გაანადგურა.

თავად ვასილჩენკომ შეხვედრისას ერთი შაიბა გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

„საქართველოს ჰოკეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია“>>

ამ გამარჯვების წყალობით, საქართველო ტურნირის გამარჯვებულია მესამე დივიზიონში და შემდეგი სეზონიდან მეორე დივიზიონის В ჯგუფში ითამაშებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0