01:11 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
მამაკაცი შვილებთან ერთად სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე

ექსპერტი: საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში (16)
50 0 0

დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს არამარტო მაღალი შობადობა, არამედ ბავშვთა ჯანმრთელობა უნდა წარმოადგენდეს

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ გამოხატა ეჭვი საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტურობასთან დაკავშირებით, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო კოდექსში გაჩნდება „მრავალშვილიანი ოჯახის“ ცნება — ასეთად ჩაითვლება მინიმუმ ოთხშვილიანი ოჯახი, რომელთა ასაკი 18 წელს არ აღემატება. ამით სახელმწიფო ელქტროენერგიის საფასურის დაფარვაში უნდა დაეხმაროს. გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა ბავშვები სხვადასხვა წრეებსა და სპორტულ სექციებზე უფასოდ მიიყვანონ, მათ ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაბარებისას შეღავათები ექნებათ.

 „თუ გავითვალისწინებთ მძიმე სოციალურ ფონს, ფასების ზრდასა და ინფლაციას, უფასო წრეები და სექციები ქვეყანაში არსებულ მძიმე სურათსა და დემოგრაფიულ კრიზის არ შეცვლის“, — განაცხადა სულაბერიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

საქართველოში 2017 წელს 53 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა, რაც გასული წლის მონაცემებს 5,8%-ით ნაკლებია. ყველაზე მაღალი შობადობა დაფიქსირდა თბილისში — 14 000-ზე მეტი ბავშვი, ყველაზე დაბალი — რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში (341).

დემოგრაფის თქმით, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი სამშვილიან ოჯახებსაც უნდა მიენიჭოს. ამასთან ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად უნდა გაიწეროს თანხა, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერაზე გამოიყოფა.

„ელექტროენერგიის საფასურის ვაუჩერები — კანონპროექტის პიარია. ის არაფერ არსებითს არ შეიცავს… სახელწმიფო უნდა დაეხმაროს მრავალშვილიან ოჯახებს საცხოვრებელი ფართის კუთხითაც, როგორც ეს მრავალ ქვეყანაში კეთდება, მათ შორის რუსეთში. თუ მათ ფუნდამენტურ მხარდაჭერა არ მიიღეს, სურათი არ შეიცვლება“, — აღნიშნა სულაბერიძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს არამარტო მაღალი შობადობა, არამედ ბავშვთა ჯანმრთელობა უნდა წარმოადგენდეს.

„მრავალშვილიან ოჯახებს დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს არამარტო შვილის დაბადებისას, არამედ მომავალშიც. ბავშვთა და მოზარდებს შორის სერიოზული დაავადებების რიცხვი მაღალია. გაიზარდა სიკვდილიანობაც. ამიტომ სახელმწიფო მათ ჯანმრთელობასა და სრულფასოვან განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული“, — განაცხადა სულაბერიძემ.

 „საქსტატის“ მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა 0,6%-ით გაიზარდა და 512-ს გაუტოლდა.

სულაბერიძის თქმით, ქართველი დემოგრაფები გამუდმებით უკავშირდებიან მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, აწვდიან მათ რეკომენდაციებს და აცნობენ დემოგრაფიული სურათის ცვლილებების მიზეზებს.


თემები:
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში (16)

მთავარი თემები