07:07 19 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8554
  • 100 RUB3.8785
  • USD2.4586
ქართული ჯარი

„პლანი მუშაობს": „გირჩმა" 3000-მდე წვევამდელი „დააბოლა"

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (95)
38511

საქართველოში დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა იზრდება, რაც ახალგაზრდებში სამხედრო სამსახურის თავის არიდების სურვილით არის განპირობებული.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაახლოებით 3 ათასი ადამიანის სავალდებული სამხედრო სამსახურში გაწვევა იმის გამო, რომ ისინი ოფიციალურად დარეგისტრირებული იმ რელიგიური ორგანიზაციის წევრები არიან, რომელიც ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა" დააფუძნა, იუწყება ზუგდიდის რადიოსადგური „ათინათი".

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს ამ მიზეზით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლაზე უარი განაცხადა 1,7 ათასმა ადამიანმა, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლებმა, ვიდრე 2018 წლის გაზაფხულზე, იუწყება რადიოსადგური.

საუბარი მიდის ორგანიზაციაზე „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია — ბიბლიური თავისუფლება", რომელიც „გირჩის" ლიდერებმა 2017 წლის აპრილში დაარეგისტრირეს. როგორც მაშინ ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, რომლებიც საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურის წინააღმდეგ გამოდიან, მათ ჯარისგან ახალგაზრდების ლეგალურად გათავისუფლების საშუალება იპოვეს.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მღვდელმსახურია ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.

პარტია „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს.

ორგანიზაციის მიზნებს შორის ერთ-ერთი მარიხუანის შეძენა-შენახვა-გამოყენების ლეგალიზაცია იყო. 2016 წლის 31 დეკემბერს პარტიის აქტივისტებმა საკუთარ ოფისში დემონსტრატიულად დათესეს კანაფი. 11 დღეში პოლიციამ ამოიღო ქოთნები ამოსული მცენარით, თუმცა ხანგრძლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მოყვანილი „ბალახის" რაოდენობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და დაპატიმრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

2017 წლის აპრილში პარტიამ წამოიწყო ახალი კამპანია, ამჯერად — სამხედრო გაწვევისგან ახალგაზრდების გათავისუფლების მიზნით. პარტიის აქტივისტებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

ივლისის ბოლოს პარტია კიდევ ერთი უჩვეულო წინადადებით გამოვიდა — საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზების მოწოდებით.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (95)

მთავარი თემები