20:03 17 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
ხალხი სეირნობს მშვიდობის ხედზე

საქართველოში 40 ათასი რუსი იმიგრანტი ცხოვრობს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
25801

საქართველოში ყველაზე მეტი მიგრანტი არის რუსეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. 2017 წლის ბოლოსათვის არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80 000 მიგრანტი ცხოვრობს — მათი ნახევარი რუსები არიან.

ამერიკული ორგანიზაცია Pew Research Center-ის მონაცემების მიხედვით, რუსეთი იკავებს პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც მიგრანტები საქართველოში საცხოვრებლად ჩამოდიან. სულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 10,64 მილიონი რუსი ცხოვრობს.

საქართველოში ჩამოსახლებული იმიგრანტების რაოდენობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს სომხეთი და უკრაინა იკავებს. ამ ქვეყნებიდან საქართველოში საცხოვრებლად ათ-ათი ათასი ადამიანი გადმოვიდა.

10 000-ზე ნაკლები, მაგრამ ათასზე მეტი იმიგრანტია საქართველოში აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან.

ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ათასზე ნაკლები იმიგრანტი ჩამოვიდა საქართველოში უზბეკეთიდან, გერმანიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან, ყირგიზეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, თურქმენეთიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან 840 ათასი მიგრანტი ცხოვრობს. საქართველოდან უმეტესობა ემიგრირებულია რუსეთში — 450 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზეა საბერძნეთი — 80 ათასი, ხოლო მესამეზე — უკრაინა — 70 ათასი.


მთავარი თემები