04:51 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ვაქცინაცია

აჭარაში წითელა უკან იხევს

© photo: Sputnik / Igor Zarembo
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (131)
46 0 0

დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვის შემცირების მიუხადავად, სპეციალისტები ამ დაავადებაზე ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. აჭარაში წითელას რეგისტრაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა — გასულ კვირაში რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 17 ფაქტი დააფიქსირა, მის წინა კვირაში კი სპეცილაისტებმა 50 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოში წითელას შემთხვევები გასული წლიდან გახშირდა. 2017 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის იანვრამდე ქვეყანაში 102 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 86 — აჭარაში.

მიმდინარე წელს წითელას 229 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვის შემცირების მიუხადავად, სპეციალისტები ამ დაავადებაზე ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

„როგორც ჩანს, აქტიურმა მუშაობამ და ინფორმაციის გავრცელებამ შედეგი გამოიღო. ამჟამად მოზარდი მოსახლეობის აცრაც აქტიურად მიმდინარეობს", — განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსმა, ნონა ეფაძემ.

საქართველოში წითელაზე აწრა 40 წლამდე მოქალაქეებისათვის უფასოა. რაც შეეხება 40 წელს ზემოთ პირებს, მათთვის ვაქცინაცია იმ შემთხვევაშია უფასო, თუ მათ დაავადებულ  ადამიანთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

წითელა — ჰაერ-წვეთოვანი გზით ერთ-ერთი ყველაზე მეტად გადამდები დაავადებაა. 

ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, რომელიც გარშემომყოფთათვის გადამდებია საინკუბაციო პერიოდის ბოლო ორი დღიდან გამონაყარის მომენტის მეოთხე დღემდე. მეხუთე დღიდან ავადმყოფი, რომელსაც გამონაყარი ემჩნევა, გადამდებად აღარ მიიჩნევა. გადატანილი დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელებულ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე იმუნიტეტი უნარჩუნდება.

საინკუბაციო პერიოდი, ანუ დრო გადადებიდან პირველი სიმპტომების გამოჩენამდე 7-დან 14 დღემდე პერიოდს შეადგენს. დაავადება იწყება სიცხით (38-40 გრადუსი), მკვეთრი სისუტით, უმადობით, მშრალი ხველით, სურდოთი, ბოლოს ჩნდება გამონაყარი.


თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (131)

მთავარი თემები