თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმრო „ბილტმორი“ თბილისში
სასტუმრო „ბილტმორი“ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში აღმოსავლეთ პატრნიორობის ქვეყნები საგზაო უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თბილისში საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ქვეყნების რეგიონული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

შეხვედრა ორშაბათს 5 მარტს, სასტუმრო „ბილტმორში” გაიხსნება და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნის.

საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინდექსში საქართველომ მოლდოვას დაუთმო

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება და მასში  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრიების და  თბილისის მერიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ასევე შეიკრიბებიან სახელმწიფო დელეგაციები აზერბაიჯანიდან,  სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვოდან. ღონისძიებას აგრეთვე დაესწრება ევროკაშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მსიფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).

საგზაო უსაფრთხოების რეგიონულ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც „აღმოსავლეთ პატრნიორიბის“ ტრანსპორტის პანელის სამდივნოს ფარგლებში ჩამოყალიბდა, კოორდინაციას მსოფლიო ბანკი ევროკომისიასთან თანამშრომლობით უწევს.

ყველა ახალი ამბავი
0