რატომ აჭიანურებს მოსკოვი დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის კანდიდატურაზე დათანხმებას

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახაბერ გოგოტიშვილი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოში საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია, რუსეთიდან ოფიციალურ წერილს ელოდება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. მოსკოვში მთავარმოწამე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მსახურებისთვის დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის გამგზავრების თარიღი უცნობია, რადგან ჯერჯერობით რუსეთიდან სამუშაო ვიზაზე თანხმობა მიღებული არ არის, იუწყება სააგენტო Новости-Грузия მღვდელმსახურზე დაყრდნობით.

კახაბერ გოგოტიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით არქიმანდრიტ მირიან შენგელიას ადგილი უნდა დაიკავოს, რომელიც მანამდე მსახურობდა მოსკოვში მთავარმოწამე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. მღვდელმსახური მოსკოვიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა, თუმცა უცნობია, თუ რომელ ტაძარში გააგრძელებს იგი მოღვაწეობას.

სიონის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
ეკლესიის როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობაში: თბილისში კონფერენცია ტარდება

„ჯერ არ ვიცი, როდის შევძლებ მოსკოვში გამგზავრებას. მოსკოვიდან ოფიციალურ წერილს ველოდები. როდესაც მივიღებ, მაშინ შევძლებ გამგზავრებას", — განაცხადა დეკანოზმა გოგოტიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზ გოგოტიშვილს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია.

მოსკოვში მთავარმოწამე წმინდა გიორგის ტაძარი ქართული დიასპორის სულიერი ცენტრია, სადაც, ქართული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურების შეთანხმების საფუძველზე, მსახურება ქართულ და რუსულ ენებზე სრულდება.

ტაძარი ვახტანგ VI-ის ძემ, რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფმა გიორგი ბატონიშვილმა 1750 წელს დააარსა.

ყველა ახალი ამბავი
0