ვითარება საქართველოს გზებზე: ზვავსაშიშროებამ პრობლემები შექმნა

© Roads Department of Georgiaთოვლი საქართველოს გზებზე
თოვლი საქართველოს გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სვანეთში პარალიზებულია საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთი.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის გზაზე მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის 171-186 კმ (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ყველა ახალი ამბავი
0