გამყრელიძე: საქართველოში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

გამოწერა
წითელათი ინფიცირების რისკ ჯგუფში 40 წლამდე ყველა მოქალაქე შედის, ვისაც ინფექციის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვს. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პლევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში წითელას ეპიდემიის აფეთქება იანვრის თვიდან ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით ბოლო თვენახევრის განმავლობაში ინფექციის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 

ეპიდემიის გავრცელების შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. 

„ბოლო მონაცემებით მთლიანად საქართველოში წითელას 278 შემთხვევა ფიქსირდება. გვაქვს ეპიდემიის აფეთქება, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია აჭარაში. დაახლოებით 70-75 პროცენტი სწორედ აჭარაში ფიქსირდება. სამწუხაროდ, ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიის მატების ტენდენცია აღინიშნება“, — განაცხადა გამყრელიძემ.

Врач делает укол пациенту - Sputnik საქართველო
არ გადადო, აიცერი! – დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს

მისივე განცადებით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური შემაკავეებელი ღონისძიებები. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ბოლო  მონაცემებით 30 შემთხვევა ფიქსირდება. 

გამყრელიძის განმარტებით, წითელა კონტაგიოზური დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.  წითელას პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება აცრებია. 

„ის ადამიანები, ვინც არ არიან აცრილი გეგმიური კალენდრის მიხედვით (საქართვლოში ბავშვები იცრებიან 1-დან 5 წლის ასაკში)  ძალიან ადვილად ავადდებიან.  20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 90-იან წლებში,  მოგეხსენებათ მაშინ აცრის მაჩვენებელი არ იყო მაღალი, ამიტომ ისინი რისკის ქვეშ არიან“, — განაცხადა გამყრელიძემ.

მან მშობლებს მეტი ყურადღებისკენ და აცრების დროული ჩატარებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ნაკლებ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.  არ ვამოწმებთ ჩვენი შვილების აცრის მაჩვენებელს. მშობლები უფრო ინტენსიურად უნდა მიუდგნენ ამ საკითხს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მისი შვილი ხუთი წლის ასაკში უკვე ორჯერ უნდა იყოს წითელას მიმართ აცრილი“, — აცხადებს გამყრელიძე. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოუწოდა მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ქალბატონბს, ვისაც დაოჯახება და ბავშვის გაჩენა აქვს გადაწყვეტილი, თუ არ ახსოვთ, რომ აცრილი არიან, ან გადატანილი აქვთ თუ არა წითელა, ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო აცრა. განმეორბითი აცრა არ არის მავნებელი და ის არანაირ ზიანს არ მოუტანს ადამიანს. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
აჭარაში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

გამყრელიძე რეკომენდაციას  40  წლამდე მოსახლეობას აძლევს, რადგან როგორც ის განმარტავს, სწორედ ამ ასაკის ადამიანები არიან რისკის ქვეშ. მისი განცხადებით,  40 წლის შემდეგ ერთეული ადამიანი თუ ავადდება წითელათი. 

მსურველებს შეუძლიათ აცრა ნებისმიერ პოლიკლინიკაში ჩაიტარონ. სახელმწიფო მთლიანად იღებს ხარჯს საკუთარ თავზე, ამიტომ აცრა უფასოა. 

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე.


ყველა ახალი ამბავი
0