პატარა თუთას გადასარჩენად...

© FB / Daria Jordaniaთუთა ცქიტიშვილი
თუთა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ ერთი წლის თუთა ცქიტიშვილს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვს ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა უცხოეთის კლინიკაში, რომლიც დიდი თანხებთან არის დაკავშირებული.„Sputnik საქართველო“ თუთას მამიდას ნინო ცქიტიშვილს ესაუბრა.

— თუთა არის წლის და ექვსი თვის. საბოლოო დიაგნოზი ორი დღის წინ დაუსვეს. დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. დაახლოებით ერთი თვის წინ დაეწყო სიცხეები. თავიდან გვეგონა, რომ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია იყო. მივიყვანეთ ექიმთან, ჩაუტარდა გამოკვლევა, ანალიზები. რა თქმა უნდა იყო ცვლილებები, თუმცა ეს ყველაფერი დაბრალდა ვირუსს. ერთ თვეში დაბარებული ვიყავით ექიმთან კონსულტაციაზე, უბრალოდ უნდა გადაგვემოწმებინა ანალიზები. მოხდა ისე, რომ ვირუსი აღარ ქონდა, მაგრამ ყელზე  ჯირკვლები დაუსივდა. კვლავ ჩაუტარდა ანალიზები და ფაქტიურად თრომბოციტები იყო ნულზე. აქედან მოხდა ჩვენი გადამისამართება ჰემატოლოგთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა, ძვლის ტვინის პუნქცია და დაისვა ეს დიაგნოზი.

რა თქმა უნდა არის გამოხატული სისუსტე, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა არის სტაბილური. პრობლემა არის ის, რომ კლინიკაში მიყვანის შემდეგ შეეყარა ვირუსი. აქვს ზემო სასუნთქი გზების ინფექცია. მიდის მკურნალობა საკმაოდ კომპეტენტურად. თუთას ექიმების და ზოგადად კომპეტენტური ადამიანების რჩევაა, რომ მოხდეს ბავშვის გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში. დიაგნოზში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ უმჯობესია მკურნალობა ჩატარდეს საზღვრებს გარეთ.

ნინო ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ცქიტიშვილი: ჯერ კლინიკაში უნდა გადავრიცხოთ 100 000 ევრო, მერე უნდა ჩავიყვანოთ ბავშვი

- ამ ეტაპზე სად იმყოფება ბავშვი და მკურნალობის რა კურსს გადის?

— ამ ეტაპზე იმყოფება იაშვილის კლინიკაში. გადის სიმპტომურად, სხვადასხვა პრეპარატებით მკურნალობას.  ამას თან დაერთო ამ დაავადების თანმხლები გართულებები.  ქიმიო თერაპია აქვს სასწრაფოდ დასაწყები. ვაპირებთ მის ევროპაში, კერძოდ  გერმანიაში წაყვანას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკასთან მოლაპარაკება. ყველა კლინიკა წინასწარ ითხოვს დეპოზიტზე 100 000 ევროს დადებას. ითხოვენ, რომ ჯერ უნდა ჩავრიცხოთ და მერე გადაიყვანენ ბავშვს. იქ თავიდან მოხდება ყველაფრის დიაგნოსტირება, ქიმიოთერაპიის დაწყება და ა.შ.

- მსურველებმა როგორ უნდა გაუწიონ დახმარება თუთას?

— ასეთ რამეს არავინ არ ელოდება, შესაბამისად ჩვენც არანაირად მზად არ ვიყავით ამისთვის. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. ყველაფერი რაც მოგიყევით ეს ხდება და ვითარდება ერთი კვირის განმავლობაში და ეს გაგრძელდება თვეები. ფეისბუქზე შექმნილია გვერდი „თუთასთვის“, ვგეგმავთ საქველმოქმედო ღონისძიებებს და ვისაც როგორ შეუძლია ისე დაეხმარება. გაოგნებული ვარ, მთელი თბილისი ფეხზე დგას. სამ დღეში შეგროვდა ძალიან დიდი თანხა. გუშინდელი მონაცემებით შეგროვდა 60 000 ლარი, დღეს ალბათ კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. მადლობაც ალბათ ძალიან ცოტა იქნება ამ ადამიანებისთვის.

თუთას დასახმარებლად გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა. თიბისი ბანკი: GE66TB7824945061100063

საქართველოს ბანკი: GE03BG0000000335994400 მიმღები ნათია ჩომახიძე.

ყველა ახალი ამბავი
0