14:53 20 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
სათავგასადავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრი გუდაურში

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

© FB / Ministry of Education and Science of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი (249)
35 0 0

სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში გიდებსა და თხილამურების ინსტრუქტორებს მოამზადებენ

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა, რომელიც შვეიცარიელ და გერმანელ ექსპერტებთან ერთობლივად შემუშავებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროგრამებს სთავაზობს.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და  მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტია, ნათქვამია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.

ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სკოლის გახსნაში მონაწილეობა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო.

„ძალიან მნიშველოვანია ამ სკოლის გახსნა, ვინაიდან ამ სკოლაში მომზადდებიან სწორედ იმ პროფესიის ადამიანები, ვისი დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

სკოლაში დაინერგა სამთო ტურიზმის საფეხმავლო გამყოლისა და სამთო გამყოლის ახალი პროფესიული პროგრამები და ასევე თხილამურების ინსტრუქტორის სასერთიფიკატო პროგრამა.

პროექტი ფონდ „ათასწლეულის გამოწვევების“ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსდა. ახალი პროგრამების შესამუშავებლად, სკოლამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება მიიღო.


თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (249)

მთავარი თემები