ჩოხაში გამოწყობილმა ქართველმა გეებმა ამერიკაში იქორწინეს

© FB / David M Shubladzeქართველმა გეებმა ჩოხებში აშშ–ში იქორწინეს
ქართველმა გეებმა ჩოხებში აშშ–ში იქორწინეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ჩოხებში გამოწყობილი ქართველი მამაკაცების ქორწინებას.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ორგანიზაცია „ლგბტ საქართველოს“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით შუბლაძემ მამაკაცთან ქორწინება დაარეგისტრირა.

ქორწინების ცერემონია აშშ–ში გაიმართა. დავითი და მისი რჩეული ქართულ ტრადიციულ ჩოხებში იყვნენ გამოწყობილი. შეყვარებულის ვინაობას შუბლაძე არ ასაჯაროებს.

ქორწინების ცერემონიის ფოტო შუბლაძემ საკუთარ Facebook–გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც თან ერთვოდა სმაილიკი ფრაზით „დიდი სიყვარულით კორკოტას და ბრეგაძეს“ და გეოლოკაცია – აშშ, ნიუ–იორკიდან არც ისე შორს. კომენტარებში მეგობრები წყვილს გაბედნიერებას ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ.

ამ ფორმით შუბლაძემ მოძრაობა „ქართული მარშის“ ორგანიზატორებს – გია კორკოტაშვილსა და სანდრო ბრეგაძეს მიმართა, რომლებიც საქართველოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან.

ქართულმა პორტალმა Presa.ge–მ აღნიშნული ამბავი საზოგადოებას წარუდგინა როგორც სენსაცია და ინფორმაცია გამოაქვეყნა სათაურით „პირველი გეი ქორწინება ჩოხებში – ქართველმა ბიჭებმა აშშ–ში იქორწინეს“.

რამდენიმე წლის განმავლობაში დავით შუბლაძე საქართველოში ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ გამოდიოდა და სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავდა.

„ეს გემოვნების საკითხი არაა, უპირატესობაა… ღმერთმა შემქმნა ასეთი და მორჩა“, – განაცხადა შუბლაძემ.

ჯერჯერობით უცნობია ახალდაქორწინებულთა სამომავლო გეგმების შესახებ. შუბლაძე არ განმარტავს, აპირებენ თუ არა ისინი საქართველოში დაბრუნებას.

ყველა ახალი ამბავი
0