„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnikთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება თელასი" იუწყება, რომ 6 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთის, თრიალეთის, საცხენისის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0