პირველი iPhone 8 თბილისში 5 555 ლარად გაიყიდა

© AP Photo / Marcio Jose SancheziPhone X
iPhone X - Sputnik საქართველო
გამოწერა
iPhone 8-ის გაყიდვა საქართველოში შაბათს დაიწყება.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში iPhone 8-ის პირველი მფლობელი ირანის მოქალაქე გახდა, რომელმაც Apple-ის უახლეს სმარტფონში 5 555 ლარი გადაიხადა, ნათქვამია „iPhone+"-ის მაღაზიათა ქსელის Facebook-გვერდზე.

მანამდე „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა გოგა თირქიამ განაცხადა, რომ საქართველოში iPhone 8 და iPhone 8+ის გაყიდვა 23-24 სექტემბერს დაიწყება, iPhone X-ის (iphone 10) კი 3-4 ნოემბერს, ხოლო "ექსკლუზიური" სმარტფონი 21 სექტემბერს ერთი პირზე გაიყიდება.

სმარტფონების ფასი, რომელთა გაყიდვაც შაბათს დაიწყება, 2,5 ათასი ლარიდან იწყება.

iPhone 8 and iPhone 8 Plus - Sputnik საქართველო
საქართველოში iPhone 8-ს გაყიდვა სექტემბრის ბოლოს დაიწყება

"სმარტფონის შეძენისას მომხმარებელმა განაცხადა, რომ ის იქნება „iPhone 8+"-ის პირველი მფლობელი არა მარტო საქართველოში, არამედ ირანშიც", — აცხადებენ მაღაზიაში.

კომპანიამ Apple 12 სექტემბერს წარმოადგინა უახლესი სმარტფონები iPhone 8 და iPhone 8 Plus, რომელსაც მინით დაფერილი კორპუსი და უსადენო დატენვის ფუნქცია აქვს, და მეათე თაობის iPhone X. პრეზენტაცია კალიფორნიის შტატში, სანტა–კლარას ველზე Apple Park-ში, ახალ Steve Jobs Theater-ში გაიმართა.

ახალ iPhone-ს საფირმო ღილაკი Home აღარ აქვს, მან მიიღო OLED დისპლეი ჩარჩოს გარეშე 2436x1125 პიქსელების გარჩევადობით და 5,8 დუიმი დიაგონალით. მოწყობილობა აღჭურვილია ორმაგი კამერით, უახლესი A11 პროცესორით და ინოვაციური გრაფიკული ჩიპით. „გარესამყაროსთან" დასაკავშირებლად გამოიყენება პორტი Lightning.

როგორც წინამორბედს, IPhone X-საც არ აქვს 3,5-მილიმეტრიანი ჯეკი ყურსასმენებისთვის.

მეათე თაობის ვერსიისთვის Apple-ში იდენტიფიკაციის ახალი სისტემა შეიმუშავეს. ბლოკის მოხსნა უკვე FaceID-ს საშუალებით მოხდება, ანუ სახის ამოცნობის საფირმო ტექნოლოგიით. სმარტფონს ასევე აქვს უსადენო დამტენი AirPower.

iPhone 8 და iPhone 8 Plus სამ ფერშია წარმოდგენილი: Silver, Space Grey и Gold (rose Gold). iPhone X-ს Space Grey და Silver-ის კორპუსები ექნება, უკანა პანელი კი მინით იქნება დაფარული. მას ასევე არ ექნება ჩარჩო ეკრანის ირგვლივ და ეკრანი უკვე სმარტფონის მთლიან ზედაპირს დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0