პატრიარქის ნათლული კიდევ 660-ზე მეტი ბავშვი გახდება

გამოწერა
2008 წლიდან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველ მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 21 სექტემბერს მორიგ, 50-ე მასობრივ საყოველთაო ნათლობას ჩაატარებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ამჯერად ილია მეორე  660-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდება.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველ მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს. ამ ინიციატივის მიზანია — ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩვილების პირველი საყოველთაო ნათლობა სამებაში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

დღეისათვის ილია მეორეს 32 600-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0