ავიარეისი მენინგემი-ქუთაისი გაუქმდა

© Sputnik / Alexander Imedashviliაეროპორტის მოსაცდელი დარბაზი
აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აეროპორტის ადმინისტრციის ინფორმაციით, რეისის გაუქმება გერმანიაში ამინდის გაუარესებამ გამოიწვია.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის აეროპორტში ავიარეისი მენინგემი-ქუთაისი, რომელიც გუშინ  ავიაკომპანია „wizz air“-ს უნდა შეესრულებინა, გაუქმდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

აეროპორტის ადმინისტრციის ინფორმაციით, რეისის გაუქმება ამინდის გაუარესებამ გამოიწვია.

ამასთან, ქუთაისი-მენინგემის რეისი, რომელიც გუშინ ქუთაისიდან გაფრინდა 19:17 საათზე, მენინგემში არსებული ძლიერი ელჭექის გამო მიუნხენში დაფრინდა.

გაუქმებული რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ინფორმაციას ავრცელებს. 

"მენინგემიდან მომავალ მგზავრებს, ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს. იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ wizz air-ის საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირებას და თავად ავიაკომპანია ამ დრომდე არ დაგკავშირებიათ, ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 069120066954 (გერმანული ნომრიდან)

+4969120066954; +44330977044. აქვე მიიღებთ ინფორმაციას ხარჯების ანაზღაურების შესახებ", — აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს ლოუკოსტერი კომპანიები ახორციელებენ. 2017 წლის ექვს თვეში ის დაახლოებით 185 ათას მგზავრს მოემსახურა.


 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0