საქართველოს მოსახლეობას ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზეიმო მსვლელობა
საზეიმო მსვლელობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მცხოვრებთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დადგენაში საქართველოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაეხმარება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. 2018 წელს საქართველოს დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე კვლევას ჩაატარებს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ 10 ქიმიურ ნივთიერებას შორის შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს, რათა დაცული იყოს მშრომელთა, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა.

„კვლევა დიდი ხნის წინ დაიგეგმა, რითაც განისაზღვრება მოსახლეობაში (ორგანიზმში) ტყვიის შემცველობა. თუმცა, ამას არ აქვს კავშირი აშშ-ში ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენასთან. ეს უბრალოდ დამთხვევაა. კვლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდება, ისევე როგორც ორი წლის წინ“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქართული სანელებლები - Sputnik საქართველო
საშიშია თუ არა ქართული სანელებლები – შემოწმება დასრულდა

ივლისის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა აშშ-ის მოსახლეობა გააფრთხილა, არ შეიძინოს ქართული სანელებლები, მათ შორის, სვანური მარილი, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული ქართული სანელებლების 75 ნიმუში, აქედან ოთხში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე და გონებრივი განვითარების კოეფიციენტის შემცირებას იწვევს. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვა. ტყვიით გამოწვეული ზემოქმედება შეუქცევადად მიიჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0