ქართველმა მაიამის ფიტნეს-კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა

© Instagram / eguenslerფიტნეს-ინსტრუქტორი ეკატერინე მეიშვილი
ფიტნეს-ინსტრუქტორი ეკატერინე მეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Fitness Universe Championships – Miami-ს პრიზიორი საქართველოდან დარწმუნებულია, რომ ასაკი ხელს არ უშლის იმას, რომ იყო ფორმაში და გქონდეს წარმატებული კარიერა.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ქართველმა ფიტნეს-ინსტრუქტორმა, 42 წლის ეკატერინე მეიშვილმა ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე Fitness Universe Championships – Miami მეორე ადგილი დაიკავა.

კონკურსში მონაწილეობდა 200-ზე მეტი ადამიანი უნგრეთიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

Публикация от Ekaterina Meishvili Guensler (@eguensler) Июн 23 2017 в 5:31 PDT

 

"მეორე ადგილი ავიღე, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის პირველი ადგილისთვის ვიბრძვი, სწორედ ამიტომ იქიდან ცოტა გულნატკენი დავბრუნდი. როდესაც რაღაცაზე ბევრ დროსა და ძალას ხარჯავ, საუკეთესო შედეგი გინდა მიიღო. ნოემბერში ლას-ვეგასში კიდევ ერთი დიდი შეჯიბრება იმართება და მინდა, იქ პირველი ადგილი ავიღო და კვლავ ავწიო საქართველოს დროშა", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" მეიშვილმა.

ანასტასია ლუკისი - Sputnik საქართველო
საქართველოში შემთხვევით აღმოჩენილი სანქტ-პეტერბურგელი გოგონას ახალი ცხოვრება

შარშან მეიშვილმა გაიმარჯვა კონკურსში "ფიტნეს ამერიკა — 2016". იქ მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600 კონკურსანტს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ფიტნეს-ინსტრუქტორმა საქართველოდან ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2015 წლის ივნისში მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ის ჩემპიონატზე ფიტნესში.

"ბუნებრივია, ეს კარგია, როდესაც იმარჯვებ, მაგრამ როცა სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ხდები ზედიზედ, აი, მაშინ გიწოდებენ ნამდვილ ჩემპიონს და შენს სახელს არავი ივიწყებს", — აღნიშნა მეიშვილმა.

თავისი გამარჯვებებით მეიშვილს სურს, რომ მაგალითი გახდეს ქალებისთვის და განსაკუთრებით დედებისთვის და უთხრას მათ, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ნებისმიერ ქალს შეუძლია, ორმოცი წლის შემდეგ იყოს შესანიშნავ ფორმაში და ჰქონდეს წარმატებული კარიერა.

 

მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის ხართ, რამდენი შვილი გყავთ. მთავარია სურვილი და მაშინ აუცილებლად საუკეთესო იქნებით", — განაცხადა მეიშვილმა.

მას Instagram-ში საკუთარი გვერდი აქვს, სადაც ქალებს ფიტნესისა და დიეტის შესახებ უფასო რჩევებს აძლევს.

ამჟამად მეიშვილი აშშ-ში ცხოვრობს, სადაც 25 წლისა წავიდა. მანამდე ის მხატვრული ტანმოვარჯიშე იყო.

TBT Thursday 😀From Photoshoot with Amazing Samantha Jacoby!!!! Love love her ❤Check her out!! She is the best!! @sjphotostudio

Публикация от Ekaterina Meishvili Guensler (@eguensler) Апр 20 2017 в 12:13 PDT

 

მეიშვილი ფიტნესს ბოლო ცხრა წელია მისდევს და მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი დრო და ძალა ეხარჯება, ამბობს, რომ გაჩერება ჯერ არ შეუძლია.

ფიტნესის ექსპერტმა ვანდა კერესელიძემ Sputnik GEO VERSION - Sputnik საქართველო
ფიტნესი სქოლიოზის და საყრდენ-სამოძრაო აპარატის დარღვევების წინააღმდეგ: ექსპერტის მოსაზრება

ის ზრდის ქალიშვილს პირველი ქორწინებიდან და ტყუპს — მეორე ქორწინებიდან. ნიკოლოზი და მზია აშშ-ში დაიბადნენ. უფროსმა ქალიშვილმა — ნინიმ, სპორტსმენის თქმით, კარგად იცის ქართული ენა, ხოლო უმცროსები მას გულმოდგინედ სწავლობენ.

მეიშვილი ამბობს, რომ ბავშვებს უკითხავს ქართულ წიგნებს, ასმენინებს ხალხურ სიმღერებს და ცდილობს, შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოვიდეს საქართველოში.

ყველა შეჯიბრებაში, ჩემპიონატსა და კონკურსში მეიშვილი მხოლოდ ქართული დროშით გამოდის, მისი თითქმის ყველა ნომერი ქართული ეროვნული მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0