ილიას უნივერსიტეტი შანხაის უნივერსიტეტების ახალ რეიტინგში შევიდა

გამოწერა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც თბილისში მდებარეობს, შანხაის უნივერსიტეტების ARWU რეიტინგში ფიზიკის ჯგუფში მოხვდა.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შანჰაის უნივერსიტეტების Global Ranking of Academic Subjects-ის (ARWU) რეიტინგში შევიდა.

რანჟირება სხვადასხვა საგნების მიხედვით მოხდა,  საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკურ მეცნიერებების, მედიცინისა და სოციალური მეცნიერებების ჩათვლით. ილიას უნივერსიტეტი  ფიზიკის ჯგუფში 401-500 მოხვდა.

კვლევაში 4 ათასზე მეტი უნივერსიტეტი შეფასდა. რეიტინგის ფინალურ ნაწილში 1409 უნივერსიტეტი შევიდა, მათ შორის, 12 სასწავლებელი რუსეთიდან. ასევე წარმოდგენილი იყო ესტონეთის, ლიტვის, უკრაინისა და ბელარუსის უნივერსიტეტები.

 

ყველა ახალი ამბავი
0