"ფორსაჟი-8" საქართველოს კინოთეატრებში 13 აპრილს გამოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოაფიშა კინოთეატრის დარბაზის შესასვლელთან
კინოაფიშა კინოთეატრის დარბაზის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბლოკბასტერ "ფორსაჟის" მერვე ნაწილის ნანატრი პრემიერა საქართველოში მსოფლიო პრემიერის მეორე დღეს გაიმართება.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ცნობილი ბლოკბასტერი "ფორსაჟი-8" საქართველოს კინოგაქირავებაში 13 აპრილს — მსოფლიო პრემიერის მეორე დღეს გამოვა.

სურათის პრემიერა ბერლინში გაიმართება.

მთავარი როლები შეასრულეს ვინ დიზელმა და შარლიზ ტერონმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კიბერდამნაშავის როლს თამაშობს. სწორედ ის გახდა ავტომრბოლელების შეკრული გუნდის გახლეჩვის მიზეზი.

ვინ დიზელი, რომელიც უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ მსახიობია ფილმში, არამედ ფრანშიზის პროდიუსერის როლშიც გვევლინება, "ფორსაჟის" დასრულებას აპირებს 2021 წელს, როდესაც საიუბილეო, მეათე ფილმს გამოუშვებს.

ფილმის რეჟისორია ფ.გერი გრეი. ფილმში ასევე თამაშობენ ჯეისონ სტეიტემი, კურტ რასელი, დუეინ ჯონსონი, მიშელ როდრიგესი, ჰელენ მირეენი, სკოტ ისტვუდი და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0