21:37 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
№103 სკოლის მოსწავლეები

ჯეჯელავა: ბავშვებმა უნდა ისწავლონ და არა იტანჯონ

© FB / Giorgi Kvirikashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
33 0 0

საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს, რომ სკოლა გახდება ადგილი, სადაც ბავშვები დავალებებით გადატვირთული არ იქნებიან.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისეთი სკოლების ჩამოყალიბებაა, სადაც ბავშვები სიხარულით ივლიან, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სამინისტროს სათავეში 2016 წლის ივნისში ჩაუდგა და განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის განხორციელებას აქტიურად შეუდგა. საზოგადოების ნაწილი მის ინოვაციურ იდეებს მხარს უჭერს, ნაწილი კი — აკრიტიკებს.

 

ჩვენს სკოლებში პირველკლასელები არიან თვალებანთებულები, მეშვიდე კლასელები გატანჯულები, მე-11-მე-12 კლასელები კი სკოლისგან სრულად დისტანცირებულები", — აღნიშნა ჯეჯელავამ.

 

იმისთვის, რომ სწავლა სკოლებში უფრო თანამედროვე და საინტერესო გახდეს, სამინისტრო განათლების ხარისხის ამაღლებასა და მოზარდებს შორის კრიტიკული და თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობას აპირებს.

უკვე ცნობილია, რომ ამ მიზანს მოემსახურება თავისუფალი გაკვეთილები, განახლებული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

სკოლებში ამოქმედდება მრავალფეროვანი სპორტული წრეები, სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები. ამასთან, თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა ექნება, გამოავლინოს საკუთარი თავი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ამისთვის სკოლებში სისტემატურად ჩატარდება თე,ატური მასტერ-კლასები, საინტერესო გაკვეთილები ხელოვნების შესახებ.

მთავარი თემები