15:20 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
5801

პროგრამა მიზნად ისახავს ამ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის ზრდას.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik.  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ იურისტი სტუდენტებისთვის ახალი ინიციატივა წამოიწყო, ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროგრამა სახელწოდებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში“ მიზნად ისახავს ამ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის ზრდას.

ღონისძიებაზე განიხილეს მთელი რიგი საკითხები: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა.

პირველ სამუშაო შეხვედრას თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 30-მდე ბაკალავრი და მაგისტრანტი დაესწრო.


მთავარი თემები