თბილისი, 5 იანვარი— Sputnik. გაზეთ SundayTime-ის ვერსიით, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე, 2016 წლის ბრიტანეთის უმდიდრესი ქალების სიაში შევიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ახალი ამბების პორტალ BusinessInsider-ზე დაყრდნობით.
გუდავაძე, როგორც 650 მილიონ გირვანქა სტერლინგის ქონების მფლობელი, რეიტინგის 28-ე ადგილზეა. სულ სიაში დიდი ბრიტანეთის 31 წარმატებული ქალბატონია წარმოდგენილი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გუდავაძემ ამხელა ქონება დააგროვა ბიზნესის წყალობით, რომელიც მას 2008 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ერგო. ეს არის კერძო საკუთრება, ტელეკომპანიები, სამორინეები, ოქროსა და ნავთობის მომპოვებელი მაღაროები.
გუდავაძის გარდა, სიაში ისეთი ცნობილი პიროვნებები შევიდნენ, როგორიცაა ჰარი პოტერის შესახებ წიგნების ავტორი ჯოან როულინგი (600 მილიონი გირვანქა), მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლე, ელენა ბატურინა (729 მილიონი გირვანქა), ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, პოლ მაკარტნის მეუღლე, ნენსი შეველი (760 მილიონი გირვანქა), მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი (2,3 მილიარდი გირვანქა).
სიის სათავეშია ყოფილი „მის დიდი ბრიტანეთი“, შვეიცარიელი ბიზნესმენის, ერნესტო ბერტარელის მეუღლე, კირსტი ბერტარელი. მისი ქონება თითქმის 9,8 მილიარდ გირვანქა სტერლინგად ფასდება.