ქართველი ახალგაზრდა შშმ პირებისთვის შექმნილი მობილური დანართისთვის დაჯილდოვდა

© FB / Яблоко Ньютонаკარლო ხუციშვილი
კარლო ხუციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მეცნიერი უკვე ასწავლის რობოტექნიკას. წარსულში ის კომაროვის სახელობის სკოლაში მუშაობდა ამ მიმართულების პედაგოგად, ახლა კი კერძო გაკვეთილებს იძლევა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსის ნომინაციაში „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში“ 18 წლის კარლო ხუციშვილმა გაიმარჯვა. მან შექმნა მობილური დანართი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პარკირებაში ეხმარება.

ლუკა ირემაშვილი - Sputnik საქართველო
12 წლის ქართველი ბიჭი პლანეტის მეცნიერების პირისპირ

„პირველი არხი თავად არჩევს კანდიდატებს კონკურსისთვის და მათ სახელებს ვებ-გვერდზე აქვეყნებს. მათთვის ხმის მიცემა საქართველოდანაც შეიძლება და უცხოეთიდანაც. სულ 12  ნომინაცია იყო. ამ კონკურსში ეს ჩემი მეორე გამარჯვება იყო. გასულ წელსაც იგივე ნომინაციაში გავიმარჯვე“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия კარლო ხუციშვილს.

ახალგაზრდა მეცნიერი უკვე ასწავლის რობოტექნიკას. წარსულში ის კომაროვის სახელობის სკოლაში მუშაობდა ამ მიმართულების პედაგოგად, ახლა კი კერძო გაკვეთილებს იძლევა.

გასულ წელს კარლო ხუციშვილი NASA-ში იყო მიწვეული. ამ მოგზაურობის შემდეგ მან შექმნა მოწყობილობა, რომელიც ნაღმებს აუვნებელყოფს. ამ პროექტმა „ახალგაზრდა მეცნიერებისა და გამომგონებლების ოლიმპიადა IYIPO 2016“-ზე გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0