12:50 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
250 0 0

პოლიტიკოსი, რომელმაც დღეს მეოთხე შვილი დაკრძალა, წერს, რომ არავის აპატიებს დაღუპული პატარას დატანჯულ ცხოვრებას, თუნდაც იმიტომ, რომ ეგებ სხვები გადაარჩინოს.

პოლიტიკოს ირინა სარიშვილის ოჯახურმა ტრაგედიამ  დღეს ბევრი ადამიანი შეძრა. ქალმა, რომელმაც სამი შვილად აყვანილი ვაჟი, სრულიად მარტომ, მძიმე ეკონომიკურ პირობებში გაზარდა, ორი თვის წინ, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, მშობლებისაგან მიტოვებული ბიჭუნას მეოთხე შვილად აყვანა გადაწყვიტა. სამწუხაროდ, პატარა სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა, როცა ქალბატონ ირინას პატარა გიორგი მის ძმებთან უნდა წაეყვანა სახლში. 

„უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი  მეოთხე შვილი მე დავასაფლავო“,  - წერდა გულმოკლული დედა გუშინ. 

„დავტოვე ოქროყანაში, სადაც ჩემი დედ–მამის საფლავია მამაჩემის გულზე“ — წერს ირინა სარიშვილი დღეს. 

ქალბატონი ირინას პოსტს მისი Facebook-ის გვერდიდან უცვლელად გთავაზობთ:

"ის ჩავაცვი რაც გამოყვანისას უნდა ცმოდა. 

დავტოვე ოქროყანაში, სადაც ჩემი დედ–მამის საფლავია მამაჩემის გულზე. 

ამას იმიტომ ვწერ რომ ბევრი ატირდეს ჩემთან და ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

ბევრმა მინდა იტიროს.

ამდენი ხანი მარტო იყო. ორი თვე ყავდა დედა და მეტი ვერ დაგვცალდა.

ამიტომ მინდა რომ დღეს ბევრი ატირდეს და მარტო არ იყოს.

ცოტა დრო გავა. გონზე მოვალ და ყველაფერს ვიტყვი.

არავის ვაპატიებ გიორგის დატანჯულ ცხოვრებას, ასეთ დასასრულს და ჩემი დანარჩენი სამი შვილის იმ ტანჯვას რაც მათ ამ დღეებში გამოიარეს.

გიორგის ვეღარ ვუშველი მაგრამ ეგებ სხვა გადავარჩინო", — წერს ირინა სარიშვილი. 





მთავარი თემები