01:28 31 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
83981

ელექტრომაგნიტურმა ანომალიამ მეცნიერებს, რომლებიც იერუსალიმში იესო ქრისტეს დაკრძალვის ადგილს იკვლევენ, ხელსაწყოები დაუზიანა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მეცნიერები, რომლებიც იერუსალიმში იესო ქრისტეს დაკრძალვის ადგილს იკვლევენ, ელექტრომაგნიტურ ანომალიას წააწყდნენ, რომელმაც ზოგიერთი ხელსაწყო მწყობრიდან გამოიყვანა. ამის შესახებ ესპანური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

გარდა ამისა, მკვლევარები აცხადებენ, რომ საფლავიდან კეთილსურნელება იფრქვევა.

არქეოლოგებმა იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარში ქრისტეს სამარხს მარმარილოს ფილა მიმდინარე წლის ოქტომბერში ახადეს. ეს უფლის საფლავის გახსნის პირველი შემთხვევაა 500 წლის განმავლობაში.

კლდეში ნაკვეთ საფლავს მარმარილოს ფილა (ზომა 200x80 სმ, სისქე 60 სმ) XVI საუკუნეში დააფარეს, რათა ის იმ მომლოცველებისგან დაეცვათ, რომლებიც სიწმინდეს ნაწილებს ატეხდნენ. მას შემდეგ ფილა საფლავისთვის არ აუხდიათ.

ამჟამად ტაძრის ტერიტორიაზე ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტების ხელმძღვანელობით სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მეცნიერებმა ფილის ქვეშ „დიდი რაოდენობით ქვა“ აღმოაჩინეს, რამაც ისინი გააოცა.

არქეოლოგები ამბობენ, რომ ეს სამუშაოები მათ საშუალებას მისცემს, გაარკვიონ, რისგან შედგებოდა სამარხის ქვის ორიგინალური საფარი, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, იესო სამი დღის განმავლობაში ესვენა.

სპეციალისტები ასევე იმედოვნებენ, რომ პასუხი გაეცემა კითხვასაც, რატომ გადაწყვიტა წმინდა ელენემ ტაძრის აგებისას, რომ სწორედ ამ გამოქვაბულში უნდა ყოფილიყო დაკრძალული უფალი იესო.

სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.

მთავარი თემები