თბილისში პოეტ მზია ხეთაგურის საღამო გაიმართება

© FB/Мзия Хетагури მზია ხეთაგური
მზია ხეთაგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაზე, რომელშიც ცნობილი ქართველი მწერლები მიიღებენ მონაწილეობას, ქართული და ოსური ცეკვები და სიმღერები შესრულდება.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. გამოჩენილი პოეტი ქალის, საზოგადო მოღვაწისა და წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალრის მზია ხეთაგურის შემოქმედებითი საღამო თბილისში 17 მაისს გაიმართება, აცნობა Sputnik–ს პოეტის ქალიშვილმა, ასევე პოეტმა და მთარგმნელმა ირინე გოჩაშვილმა.

პოეტის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 18:00 საათზე დაიწყება.

„საღამოზე ცნობილი ქართველი პროზაიკოსები და პოეტები — რევაზ მიშველაძე, მაყვალა გონაშვილი, ერეკლე საღლიანი და სხვები გამოვლენ. საღამოს მუსიკალურ ნაწილში დაგეგმილია მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილისა და ვოკალური ანსამბლ „ლიახვისა“ და ასევე მოცეკვავეთა კოლექტივ „ნართის“ გამოსვლა“, — აღნიშნა ირინე გოჩაშვილმა. 

საღამოზე გაიჟღერებს მზია ხეთაგურის ლექსები და შესრულდება ქართული და ოსური სიმღერები და ცეკვები.

სპეციალურად საიუბილეოდ გამოიცემა მზია ხეთაგურის რჩეული ლექსების კრებული.

Тамар Бибилуа (Баби) - Sputnik საქართველო
ცნობილი პიანისტი ბაბი პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ მონაწილეა

შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორია საქართველოს მწერალთა კავშირი, მხარდამჭერები — კულტურის სამინისტრო, ქალაქის საკრებულო და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაცია თბილისში.

მზია ხეთაგური თბილისში დაიბადა, მაგრამ ცხინვალში გაიზარდა. ლექსებს ბავშვობიდან წერდა. 1985 წელს, მას შემდეგ, რაც თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, მოსკოვში გაემგზავრა და მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურულ ინსტიტუტში უმაღლესი კურსები გაიარა.

მზია ხეთაგური 27 წიგნის ავტორია, წერს ლექსებს, მოთხრობებს, მოღვაწეობს პუბლიცისტიკასა და დრამატურგიაში, არის არაერთი ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ვლადიმირ მაიაკოვსკის პრემიისა.

2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ პოეტ ქალბატონს შემოქმედებითი ღვაწლისთვის წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალრის წოდება მიანიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0