03:42 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
იუსტიციის სახლი

არჩევნებისათვის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ პირადობის მოწმობები

© Sputnik/
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
5501

მოქალაქეები დოკუმენტის მიღებას იუსტიციის სახლისათვის მიმართვიდან ათი დღის ვადაში შეძლებენ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეძლებენ იგი უფასოდ მიიღონ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

უფასო პირადობის მოწმობების გაცემა 26 მაისს დაიწყევა და 26 ივნისამდე გასტანს და ეს გახდება „ამომრჩეველთა სრულფასოვანი სიის პროექტის“ კომპონენტი, თქვა მან. 

„მე შემიძლია განვაცხადო, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენ გვექნება ქვეყნის დამოუკიდებლიობის შემდეგ,  ამომრჩეველთა ყველაზე ხარისხიანი სია“, — განაცხადა მინისტრმა. 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უფასოდ მისაღებად, მსურველს შეუძლია ნებისმიერ ტერიტორიულ იუსტიციის სახლს მიმართოს და 10 დღის ვადაში მიიღებს საბუთს. 

„ამომრჩეველთა სრულფასოვანი სიის პროექტი“, იუსტიციის სამინისტრომ პირველად ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებში არჩევნების წინ განახორციელა 2014 წელს. იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას აგროვებს ამომრჩეველთა რაოდენობაზე და შემდეგ მათ გადასცემს ბიომეტრულ ფოტოებთან ერთად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 


მთავარი თემები