22:49 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
92 0 0

გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ, 2014 წელთან შედარებით, 7,1%-ით იკლო. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაუოჯახებლებს საკუთარი მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმაროს და ამისთვის დასაოჯახებელი მოსახლეობის ერთიანი ბაზა შექმნას.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოში 26 მაისს დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტო გაჩნდება, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ ყველა დასაოჯახებელ პირს აღწერს.

ქვეყანაში რთული დემოგრაფიული ვითარების გადასაჭრელად ამ პროგრამით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი“ დაკავდება.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით უცოლოებისა და გაუთხოვრების რეგისტრაცია მოხდება, შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, და ადამიანებს ოჯახის შექმნაში დავეხმარებით“, — აღნიშნულია ფონდის განცხადებაში

2015 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ, 2014 წელთან შედარებით, 7,1%-ით იკლო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს ურთიერთობების რეგისტრაცია 29 277-მა წყვილმა გადაწყვიტა.

რაც შეეხება განმეორებით ქორწინებებს, დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის განცხადებით, მამაკაცები ხელახლა ძირითადად 41 წლის ასაკში ქორწინდებიან, ხოლო ქალები — 38 წლის. ამ შემთხვევაში მამაკაცები ლიდერობენ — 2014 წელს მეორე ან მომდევნო ქორწინება დაახლოებით 300-მა მამაკაცმა გააფორმა, ხოლო ქალების რაოდენობა სულ 12-15 იყო. 


მთავარი თემები