04:56 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)
8101

აჭარაში 115 პაციენტს ე.წ. “ღორის გრიპი“ დაუდგინდათ. რეანიმაციულ განყოფილებაში 11 პაციენტია მოთავსებული, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, 4 კი ხელოვნურ სუნთქვით აპარატზეა შეერთებული.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ცივი ზამთარი უკვე უცხო აღარ არის. წელს დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში დიდთოვლობა იყო, თუმცა ვირუსის გავრცელებას ხელი ამანაც ვერ შეუშალა. 

H1N1 და H1N3 ვირუსი განსაკუთრებით აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე ფიქსირდება. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ვირუსი ყინვაგამძლეა და უფრო აქტიურდება. ფაქტები რაც აჭარაში ხდება ერთობ საგანგაშოა. 

ქობულეთში მდებარე ორივე საავადმყოფოში მედპერსონალი პაციენტებს ვერ აუდის, არ არის საკმარისი ადგილები სტაციონარებში პაციენტების მოსათავსებლად. რეანიმაციული განყოფილება გართულებული  ვირუსის მქონეთ ფიზიკურად ვეღარ ღებულობს. ანალოგიური ვითარებაა ბათუმში არსებულ საავადმყოფოებშიც. 

ბოლო კვირის განმავლობაში ქობულეთში სეზონური გრიპის ფონზე განვითარებული ვირუსული პნევმონიის შედეგად განვითარებული სუნთქვის უკმარისობით სამი პაციენტი გარდაიცვალა, რომელთაგან ერთი სტაციონარებში ადგილის არქონის გამო, ბათუმიდან ქობულეთში იყო გადაყვანილი.  

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, აჭარის საავადმყოფოებში 400-მდე პაციენტი გადის მკურნალობას, რომელთაგანაც 115-ს ე.წ. “ღორის გრიპი“ დაუდგინდათ. რეანიმაციულ განყოფილებაში 11 პაციენტია მოთავსებული, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა და 4 კი ხელოვნურ სუნთქვით აპარატზეა შეერთებული, — იუწყება ტელეარხი "აჭარა".

მიუხედავად ამისა, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1 თებერვლიდან სასწავლო პროცესი აღადგინა როგორც საჯარო სკოლებში ისე ბავშვთა ბაღებში. როგორც ქობულეთის ადგილობრივი მკვიდრები აცხადებენ, მასწავლებლები მათ წინასწარ დაუკავშირდნენ და გაფრთხილება მისცეს — იმ ოჯახიდან, რომელშიც დაავადებული ადამიანები არიან, სასწავლო დაწესებულებებში ბავშვებს არ მიიღებენ. რეგიონში მეორე დღეა სასწავლო პროცესი აღდგა, თუმცა, მოსწავლეების დასწრება დაბალია.

საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ ცხრება, ბათუმისა და ქობულეთის მოსახლეობა ხვალინდელი დღის შიშით ცხოვრობს. 

არსებული ვითარების ფონზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, „იანვარ-თებერვლის თვეში გრიპის ვირუსები კიდევ უფრო მოიმატებს, თუმცა როგორც ამბობენ, ეს ზამთრის პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენაა და ჯერერობით ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს“. 

ხელისუფლებამ პრევენციის მიზნით არაერთი ღონისძიება გაატარა, თუმცა, უპრიანი იქნება ფასადური სიმშვიდის მიღმა არსებული ვითარების რეალურად აღქმა. 

სტატისტიკით, ამ პერიოდისთვის საქართველოში ვირუსმა 8 ადამიანი იმსხვერპლა.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიურს უწოდებენ, რადგანაც დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში ვირუსი ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდა იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

საქართველოსთვის ეპიდემიის ზღვარი 100 ათას ადამიანზე 500 შემთხვევაა. ამ დროისთვის ეს მონაცემი ასი ათასზე 357 ადამიანია. ვირუსის გავრცელება პიკს, სპეციალისტების განცხადებით, თებერვალში მიაღწევს.

 

 

 

 

 

 

 

 

თემები:
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)

მთავარი თემები