22:32 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)
170301

გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოში ე.წ. „ღორის გრიპით“ 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ეს საქართველოში აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა H1N1 ვირუსის მომრავლებული ფაქტების შემთხვევაში  მუშაობის 24-საათიან რეჟიმში გადასვლაზე მზადყოფნა გამოთქვა.

გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოში ე.წ. „ღორის გრიპით“  68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ეს აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

„ჩვენ საავადმყოფოების ხელმძღვანელებთან გვქონდა შეხვედრა, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ამ პაციენტების (ვირუსით დაავადებული, რედ.) მომსახურების მიზნით მორიგეობა შემოიღონ“, — განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ საგანგებო თათბირზე, რომლის აუდიოჩანაწერი უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

 

სოფრომაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან აუცილებლობის შემთხვევაში ბინაზე მოემსახურონ პაციენტებს. ოჯახის ექიმები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გამოყოფს.

„მე და რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელი მზად ვართ 24-საათიან რეჟიმში მოვემსახუროთ პაციენტებს“, — განაცხადა „სამედიცინო ჰოლდინგ 23“-ის გენერალურმა დირექტორმა ელა ფირცხალაიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქება მოსალოდნელი არ არის. მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისათვის 248 ადამიანი იმყოფება.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ  ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდებას, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში სახლში დარჩენას და ექიმთან კონსულტაციას, ასევე ხელების ხშირად დაბანას და შენობების განიავებას.

H1N1 ვირუსი მსოფლიოში 2009 წელს გავრცელდა. მას პანდემიურს უწოდებენ, რადგანაც თავიდან მან მსოფლიოში პანდემია გამოიწვია. 


თემები:
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)

მთავარი თემები