14:55 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ვირუსები უტევს (23)
3001

აღნიშნული ფაქტი წლის დასაწყისიდან H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ვირუსის პირველი მსხვერპლი 39 წლის მამაკაცი იყო, რომელიც აჭარიდან თბილისში სამკურნალოდ იყო გადმოყვანილი.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ქუთაისში H1N1 ვირუსით 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის აფეთქებას თებერვლის თვეში ელოდებიან, H1N1 ვირუსი დღეს საქართველოში გავრცელებული ვირუსის ერთადერთი სახეობაა.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის საზოგადოება აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქების საშიშროება არ არის, ამ დროისათვის საქართველოს 100 ათასი მოსახლიდან 248 ადამიანი მედიკოსების დაკვირვებას გადის. ეპიდემიის ზღვარი საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევაა. 

აღნიშნული ფაქტი წლის დასაწყისიდან  H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ვირუსის პირველი მსხვერპლი 39 წლის მამაკაცი იყო, რომელიც აჭარიდან თბილისში სამკურნალოდ იყო გადმოყვანილი.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და პანდემიურს უწოდებენ, რადგანაც დასაწყისში მან მსოფლიოში პანდემია გამოიწვია.


თემები:
საქართველოს ვირუსები უტევს (23)

მთავარი თემები