17:28 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საზოგადოება

თბილისის მთავარი ნაძვის ხე განათდა

საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

პარლამენტის შენობასთან პრემიერთან და დედაქალაქის მერთან ერთად ნაძვის ხის განათების ცერემონიაზე თოვლის ბაბუა და სანტაც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბავშვებს ახალი წლის დღეებში უამრავი სიურპრიზი დაპირდნენ.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში გაანათეს. 

მათ რუსთაველის გამზირზე შეკრებილთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ამასთან, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მიულოცეს.

პარლამენტის შენობასთან პრემიერთან და დედაქალაქის მერთან ერთად ნაძვის ხის განათებას ესწრებოდა თოვლის ბაბუა და სანტა, რომლებიც ბავშვებს ახალი წლის დღეებში ბევრ სიურპრიზებს შეჰპირდნენ. 

თბილისის ცენტრალური ქუჩები საახალწლო ილუმინაციებით 15 დეკემბერს განათდა.ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი 11 მეტრი. მერიის მიერ საახალწლო ნაძვის ხის შეძენასა და მონტაჟზე გამოცხადებულ ტენდერში შპს "ჯეო სტრიმმა" გაიმარჯვა და საახალწლო შესყიდვის ღირებულება 175 573 ლარით განისაზღვრა. საზეიმო ღონისძიება ჯგუფმა The Quintessential Five საშობაო კომპოზიციებით გააფორმა. 


მთავარი თემები