11:34 19 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
ბოლნისის საბადო

საშოვარს შეწირული კულტურული ძეგლი

სოფო კაკაჩია
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
37211

დაბინძურებული გარემო და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დამდგარ ბიომრავალფეროვნება.

  სოფო კაკაჩია

„მწვანე ალტერნატივის“ მიერ დმანისსა და ბოლნისში  მოწყობილი ორდღიანი მედიატური საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა მედიასაშუალების  ჟურნალისტებისთვის. სემინარის თემა გახლდათ „მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში“. თითოეულ მოქალაქეს, თუ ნანახი არა, გაგონილი მაინც აქვს, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო. კომპანია „არ-ემ-ჯი“ — გოლდი“ დღესაც  ინტენსიურად აწარმოებს ოქროს მოპოვების სამუშაოებს. სამუშაოებს საფუძვლად უდევს ე.წ. „სპეციალური მიზნით ტყით სარგებლობის“ უფლება. ალბათ, დაგაინტერესებთ, რამდენად ზიანდება გარემო, იქ მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობა და რა საფრთხე ექმნება  ადგილობრივ მოსახლეობას?! მნახველი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლივ აღიქვამს დაბინძურებულ გარემოს და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დამდგარ ბიომრავალფეროვნებას. ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ, გვენახა იქ   არსებული მდგომარეობა და  მოგვესმინა ეკოლოგების შეფასებები. რა შედეგებამდე მიყავს  „კანონიერ“  ქმედებებს  ჩვენს გარშემო არსებული გარემო?! 

ირაკლი მაჭარაშვილი, „მწვანე ალტერნატივა“:   

 სამთამადნო მრეწველობა ყველაზე მძიმე დატვირთვაა გარემოსთვის. თქვენ თვითონ ნახეთ, როგორი ტემპით, შეუჩერებლად მიმდინარეობს წიაღისეულის მოპოვება. წარმოიდგინეთ, ერთი გრამი ოქროს მისაღებად ერთი ტონა მიწის ამოღება და გადამუშავებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ გამოსატუტი მოედნის მშენებლობა დაიწყეს მანამ, ვიდრე გარემოზე ზემოქმედების ნებართვას აიღებდნენ. ამ დოკუმენტის გარეშე ასეთი სახის საქმიანობა  არის სისხლსი სამართლის დანაშაული. გარემოს დაცვის სამინისტრომ, იმის მაგივრად, რომ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა, მათ შესთავაზა მოეტანათ იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ადგილზე უკვე დაწყებული აქვთ საქმიანობა. ეს არის ელიტური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი. რაც აქ ხდება, უწინარესად, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი გარემოს, ტყეების, მიწის ნაყოფიერი ნიაგადის განადგურება, ბიომრავალფეროვნების, ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს სრული მოსპობაა. ეს არის გარემოს სრული დეგრადაცია და უკვე დაზიანებულის აღდგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. რაც შეეხება ვალდებულებების შესრულებას. კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას ევალება „სპეციალური სარგებლობის“ დროს მოპოვებული ხე-ტყე მოჭრან, დაასაწყობონ და გადასცენ სახელმწიფოს. გამიჭირდება თქმა,  რამდენად სწორად ხდება ამის აღრიცხვა. როცა ტყე პირწმინდად იჭრება, ის 50-100  წლის მერე აღდგება. აქ კი ნიადაგის ისეთი „დამუშავება“ ხდება,  სანამ დედამიწა იარსებებს, ტყე ვერასოდეს გაიხარებს. 

ზოგადად, ძალიან საგანგაშო ვითარება იქმნება. ბინძურდება გარემო, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მძიმე  ლითონები ხვდება გრუნტის წყლებში, ნათესებში და ილექება ბოსტნეულში. ეს დიდ ხიფათს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. მძიმეა აქ მომუშავე ადამიანების პირობები, ზოგადად, სოციალური ფონი. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია კაზრეთში. მომპოვებელი კომპანია კი არანაირ სოციალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს.  

შეგახსენებთ, რომ სემინარის ორგანიზატორი გახლდათ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ევროკავშირისა და UNDP-GEF მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით.


მთავარი თემები