განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი- 2015

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა

რუსუდან პირველი

 ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ამერიკასა და ევროპაში სწავლით, სტიპენდიებით ან სტაჟირებით უნიკალური შანსი გეძლევათ, უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პირისპირ გაესაუბროთ და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავიინფორმაცია მიიღოთ.უფრო დაწვრილებით ამ თემაზე ჩვენი სტუმარი, საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge — ს საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი, ნათია წიქარაძე გვესაუბრება.

— ამ გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge, რომელიც  2007 წელს დაარსდა. ეს საიტი არის მათთვის, ვინც გაცვლითი სასწავლო პროგრამებით, ტრენინგებით, ასევე, საზღვარგარეთ სწავლითაა დაინტერესებული. ჩვენ ყველა ინფორმაციას  ამ ვებ-ვერდზე ვათავსებთ და პერიოდულად გამოფენებსა და საზღვარგარეთ არსებული უნივერსიტეტების  პრეზენტაციებს ვაწყობთ. თბილისი — 2015 უფრო ფართო მასშტაბიანი ღონისძიებაა. მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ქართველ სტუდენტებს სტიპენდიებს შესთავაზებენ.

 -  ქალბატონო ნათია,  შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რომელი უნივერსიტეტები მონაწილეობენ გამოფენაში?

 —  სორბონას უნივერსიტეტი, ვილნიუსის უნივერსიტეტი, რიგის სამართლის უმაღლესი სკოლა, 3 უნივერსიტეტი აზერბაიჯანიდან, ასევე, საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტი.ეს არასრული სიაა.სტუდენტები თავად გაესაუბრებიან წარმომადგენლებს და  ყველა იმ კითხვაზე, რაც მათ აინტერესებთ,  კომპეტენტურ პასუხებს მიიღებებნ. მაგალითად, როგორ ხდება უნივერსიტეტში მიღება, რა საბუთებია საჭირო, ინფორმაცია სწავლის გადასახადთან დაკავშირებით და ა.შ.  ძალიან ბევრ მათგანს  სტიპენდიები კონკრეტულად ქართველი სტუდენდებისთვის აქვს. ლიტვის ერთ-ერთი უნივერსიტეტი  იანვრიდან ახალ პროგრამას იწყებს და გვთავაზობს ინგლისური ენის კურსებს მათთვის,ვინც ინგლისურში დაბალ საფეხურზეა. ამ კურსების გავლის  შემდეგ, აბიტურიენტი მათ უნივერსიტეტში ჩაბარებას შესძლებს. ეს კურსები იქნება როგორც ლიტვაში, ასევე საქართველოში. გვეყოლება თარჯიმნებიც და კომუნიკაციაც უკეთესად შედგება. 

 —  როგორც ვხვდები, ეს გამოფენა აბიტურიენტებისთვისაცაა განკუთვნილი… 

 -  რა თქმა უნდა, ყველასთვის საინტერესო იქნება, რადგან  წარმოდგენილი იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე ენისმოკლევადიანი  კურსები. დაგისახელებთ გამოფენაში მონაწილე ქვეყნებს, ესენია: აშშ, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, აზერბაიჯანი, გერმანია და საქართველო.

 შეგახსენებთ, რომ გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და თუ დაინტერესდით, გაცნობებთ, რომ  „განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი- 2015“  25 ოქტომბერს  11 საათზე, Radisson Blu Iveria- ში გაიხსნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0