მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეცნიერები: მშობლების მოწევას ბავშვების სიღარიბემდე მივყავართ

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშითამბაქო
თამბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც მშობლები თამბაქოს მოიხმარენ, ეს არა მარტო ბავშვების ჯანმრთელობაზე, არამედ ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზეც მოქმედებს, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ნაკლებად უზრუნველყოფილ მწეველთა ოჯახებში მცხოვრები თითქმის 400 ათასი ბავშვი გაღატაკების რისკის ზონაში იმყოფება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. როცა მშობლები თამბაქოს მოიხმარენ, ეს არა მარტო ბავშვების ჯანმრთელობაზე, არამედ ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზეც მოქმედებს, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ნაკლებად უზრუნველყოფილ მწეველთა ოჯახებში მცხოვრები თითქმის 400 ათასი ბავშვი გაღატაკების რისკის ზონაში იმყოფება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” BMC Public Health-ის მკვლევართა ჯგუფის განცხადებაზე დაყრდნობით.

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ბავშვთა სიღარიბეზე მშობლების მხრიდან თამბაქოს მოხმარების გავლენის შესახებ პირველი კვლევები განახორციელა, თავის შრომაში აღნიშნა, რომ თამბაქოს შეძენა მცირეშემოსავლიან ოჯახებს სერიოზულ ფინანსურ ტვირთად აწვება, რადგანაც მშობლები დამღუპველი ჩვევის გამო ელემენტარულ საყოფაცხოვრებო და საკვებ მოთხოვნილებებზე ფინანსურ გასავალს თამბაქოს შეძენის ხარჯზე ამცირებენ. ყველაზე მეტად ხარჯების ეკონომია სწორედ ბავშვებზე ახდენს გავლენას.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ  თამბაქოს მოხმარება ძვირი ჩვევაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აღარიბებს. ადრე ჩატარებული კვლევების თანახმად, აშშ-ში მწეველები ნაკლებ თანხას ხარჯავენ საცხოვრებელზე, ვიდრე არამწეველები, ინდოეთში კი მწეველები ნაკლებ თანხას ხარჯავენ კვების პროდუქტებსა და განათლებაზე.


ყველა ახალი ამბავი
0