22:08 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
теракт во Владикавказе

ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლის ცხედარი საქართველოში ჩამოსვენეს - ტელევიზია

фото - РИА Новости
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

37 წლის ზინაიდა ბაშარულის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს, იუწყება სამშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. 37 წლის ზინაიდა ბაშარულის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს, იუწყება სამშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. ბაშარული ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლია. იგი 16 სექტემბერს მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში გარდაიცვალა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ზინაიდა ბაშარული ვლადიკავკაზის ბაზარში აფეთქების ადგილიდან 30 მეტრში ვაჭრობდა. მას ორი შვილი დარჩა.

9 სექტემბერს ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ავტომობილ ”ვოლგაში” თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი აამოქმედა, რომლის სიმძლავრეც 30-40 კილოგრამი ტროტილი იყო. დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.


მთავარი თემები