15:55 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საზოგადოება

მცხეთა საქართველოს ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს - სააკაშვილი

საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
5 0 0

სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ძველი დედაქალაქის მცხეთის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობას გაეცნო.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ძველი დედაქალაქის მცხეთის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობას გაეცნო.

სარესტავრაციო სამუშაოები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რაიონში მიმდინარეობს. ადგილობრივი ადმინისტრაციის მონაცემებით, გარემონტდა დაახლოებით 100 საცხოვრებელი სახლი, განახლდა ცენტრალური ქუჩები და ტროტუარები. მთლიანად რეკონსტრუქციისთვის 14 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 14 ოქტომბრისთვის - სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის დასრულდება.

”ისტორიული ქალაქი მცხეთა ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს”, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ბანკებთან, პატარა კაფეების და სასტუმროების გასახსნელად, მოსახლეობისთვის შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის შესაძლებლობას განიხილავს.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 14 ოქტომბერს თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს - სვეტიცხოვლობას ზეიმობს.

მთავარი თემები