14:43 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (879)
13 0 0

რუსეთის კანონმდებლობით, ინტერნეტ-პლატფორმის ადმინისტრაცია ვალდებულია ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეზღუდოს წვდომა არასანდო კონტენტზე.

თბილისი, 11 ივნისი − Sputnik. სოციალურმა ქსელმა Twitter-მა წვდომა არ შეუზღუდა დაახლოებით 500 აკრძალულ პოსტს, იუწყება РИА Новости „როსკომნადზორზე“ დაყრდნობით. 

„2015 წლიდან პლატფორმიდან არ წაშლილა 6 ათასზე მეტი აკრძალული მასალა. სოციალური ქსელების ტრაფიკის შენელების კუთხით მიღებული ზომების შემდეგ წაუშლელი რჩება 490 მასალა. აკრძალული მასალების წაშლის საშუალო დრო 129-დან 8 დღე-ღამემდე შემცირდა“, − ნათქვამია რელიზში.

გარდა ამისა, უწყებამ გამოავლინა რუსული მედიასაშუალებებისა და საინფორმაციო რესურსების ცენზურის 11 შემთხვევა, რომელთა შორის არიან: Russia Today, Sputnik, РИА Новости, ასევე რუსი მომხმარებლებისა და პროექტების („რუსეთის ლიდერები“, ვაქცინა „სპუტნიკ V“ და სხვ.) რამდენიმე აკაუნტი. ამასთან, პერსონალური მონაცემების დამუშავება ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული.

„შედგენილია ათი პროტოკოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ. დღეისათვის სასამართლოებს ყველა პროტოკოლი აქვთ განხილული, ჯარიმების საერთო რაოდენობა აკრძალული ინფორმაციის წაუშლელობისთვის 27,9 მლნ რუბლს შეადგენს. მონაცემთა ლოკალიზაციის შესახებ რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველობისთვის − 4 მილიონი რუბლი“, − ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის კანონმდებლობით, ინტერნეტ-პლატფორმის ადმინისტრაცია ვალდებულია ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეზღუდოს წვდომა არასანდო კონტენტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ჯარიმა 3-დან 8 მილიონ რუბლამდე. განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმა კომპანიის წლიური ბრუნვის ერთი მეათედიდან ერთ მეხუთედამდე იზრდება. ასევე გათვალისწინებულია ტრაფიკის შენელება ან სრული შეზღუდვა.

„როსკომნადზორში“ ხაზი გაუსვეს, რომ ხსენებული ზომები ინფორმაციული სუვერენიტეტისა და გამჭვირვალობის პრინციპს ეფუძნება და მთლიანობაში „ბევრად უფრო ტოლერანტულია, ვიდრე ანალოგიური რეგულაციები ბევრ უცხოურ ქვეყანაში, აშშ-ის ჩათვლით“.

მაგალითად, აშშ-ში მოქმედი კანონი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (Foreign Agents Registration Act, FARA) ჯერ კიდევ 1938 წელს მიიღეს ნაცისტურ პროპაგანდასთან ბრძოლის ფონზე, თუმცა ის დღემდე მოქმედებს. მას არამკაფიო ფორმულირებები ახასიათებს. მაგალითად, „პოლიტიკურში“ FARA მოიაზრებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ამერიკული უწყების ან თანამდებობის პირის მუშაობაზე“, − აცხადებენ უწყებაში.

აშშ-ში უცხოელი აგენტებისადმი მოთხოვნა მარეგულირებელმა „უფრო ფართოდ“ შეაფასა, ვიდრე ეს რუსეთშია: იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისა და ფინანსური ანგარიშების ჩაბარების გარდა, ორგანიზაციებმა საკუთარ მასალებს მარკირება უნდა გაუკეთონ და წარმოადგინონ ცნობები თავიანთი მუშაობის ყველა ასპექტის თაობაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების დეტალურად აღწერის ჩათვლით.

ამასთან აღნიშნული კანონის დარღვევისთვის სასჯელი ამერიკელ პარტნიორებს უფრო მკაცრი აქვთ − ხუთ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა 10 ათას დოლარამდე ოდენობით, მუშაობის აკრძალვა, ხოლო უცხოელებისთვის − დეპორტაცია (რუსეთში ძირითადად ჯარიმებია).

2016 წლიდან FARA-ს დევნის მსხვერპლი გახდნენ არხი Russia Today და სააგენტო Sputnik.

თემები:
რუსეთი დღეს (879)

მთავარი თემები