17:41 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

სწრაფმა ტესტებმა ინფექცია 60 წუთში უნდა გამოავლინოს; ტესტები რუსეთში, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის იქნება მზად.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. ხუთი საშიში ინფექციის გამოსავლენი სწრაფი ტესტები რუსეთში წლის ბოლოსთვის შეიქმნება, განაცხადა ვიცეპრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ თათბირზე, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან გამართა, წერს РИА Новости.

სწრაფი ტესტები 60 წუთში გამოავლენს COVID-19-ს, გრიპის ვირუსს, სალმონელოზს, ტუბერკულოზსა და ანტიბიოტიკების მიმართ მდგრად სტაფილოკოკს, აღნიშნა მან.

„მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფად მიღება ინფექციაზე, რომელიც ცირკულირებს და რომლითაც შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს“, - განმარტა გოლიკოვამ.

ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გაზარდა ყველა სახის ტესტის წარმოება და ახალი შტამების გავრცელების შემთხვევაში მზადაა ახალი სისტემების შესაქმნელად სიმძლავრეების ადაპტირებისთვის.

ამას წინათ პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა გამოსცა განკარგულება „როსპოტრებნადზორისთვის“ 3,3 მილიარდი რუბლის გამოყოფის შესახებ კორონავირუსის გამოსავლენი და მისი გენომების გასაშიფრი ტესტ-სისტემების წარმოებისთვის.

მთავარი თემები