16:16 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
54 0 0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც დასავლეთი სრულიად უსაფუძვლოდ მიიღებს არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. გადახდის სისტემა SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინადადება ახალი არ არის, უცნობია, რას გადაწყვეტს დასავლეთი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

 „ეს წინადადება ახალი არ არის“, - აღნიშნა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. მისი სიტყვებით, მსგავსი მოწოდებები „უკვე რამდენიმე თვეა, ან შეიძლება, რამდენიმე წელიცაა, გაისმის, როდესაც რუსეთის დასჯის დამატებითი შესაძლებლობების ძიებისას ამ თემასაც ახსენებენ ხოლმე“.

  • SWIFT - გადახდისა და მონაცემთა გაცვლის ბანკთაშორისი სისტემაა, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 11 ათასზე მეტი უდიდესი ორგანიზაციაა ჩართული. პრესაში რეგულარულად ჩნდება ცნობები, რომ რუსეთი შეიძლება გათიშონ სისტემიდან და ეს იქნება დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქცია.

„არ ვიცი, კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ დასავლეთის ქვეყნები, SWIFT-ის მფლობელები, და რა ბერკეტებს, ზეწოლის რა მეთოდებს შეიძლება იყენებდნენ მათ მიმართ“, - აღნიშნა მინისტრმა.

„თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზოგიერთ დასავლურ დედაქალაქში, ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმით, რომ ესაა სისტემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა და კვლავაც ემსახურება მრავალი ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის, სხვა დასავლური ქვეყნების, რუსეთის ფედერაციის და სხვათა ეკონომიკურ კავშირებს, ეკონომიკურ ინტერესებს“, - დასძინა ლავროვმა.

დიპლომატის თქმით, ევროკავშირსა და დასავლეთს არაერთხელ დაუმტკიცებია კონკრეტული საქმით, რომ არასაიმედო პარტნიორია და შეიძლება არსებობდეს ვითარება, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მიღებული იქნება არამართლზომიერი გადაწყვეტილებები.

ამის მიუხედავად, SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვა არც ისე მარტივია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის თქმით, SWIFT - ეს არის საერთაშორისო კერძო ორგანიზაცია. ამ თვალსაზრისით ევროკავშირს არ გააჩნია მისგან რუსეთის გათიშვის კომპეტენცია.

SWIFT -ის სისტემიდან რუსეთის გათიშვის რისკების საპასუხოდ რუსეთში შეიქმნა საფინანსო შეტყობინებების გაცვლის საკუთარი სისტემა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, უკვე 23 უცხოური ორგანიზაცია შეუერთდა სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან.

მთავარი თემები