15:46 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (879)
160 0 0

საქართველო რუსეთთან სახმელეთო საზღვარს ხვალიდან, 1 ივნისიდან ხსნის, მაგრამ მეზობელი ქვეყნიდან ტურისტული ნაკადის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik, ალექსეი სტეფანოვი. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარი 1 ივნისიდან გაიხსნება. ქვეყანაში შესასვლელად ვაქცინაციის გავლა და PCR−ტესტის ჩაბარებაა საკმარისი.

მაგრამ, როგორც „Sputnik–საქართველოს“ რუსეთის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსული ინფექციის შეტანისა და გავრცელების აღკვეთის ოპერატიულ შტაბში განუცხადეს, რუსეთის მხრიდან 1 ივნისისთვის არანაირი ცვლილება არ არის მოსალოდნელი.

„მთავრობის 2020 წლის 27 მარტის N763-р განკარგულება (შემდგომი რედაქცია 18.05.2021 წ.) „საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, სამდინარო და შერეული პუნქტების მეშვეობით რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროებით შეზღუდვის შესახებ“ მოქმედებას განაგრძობს და საზღვრის სახმელეთო მონაკვეთების გავლით მოძრაობა კვლავინდებურად შეზღუდულია“, — განმარტეს ოპერატიულ შტაბში.

რუსეთ−საქართველოს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამ განკარგულებაში ცვლილებები შევა.

საქართველოში შესვლის უფლება რუსეთის მოქალაქეების შეზღუდულ რაოდენობას აქვს. მათ შორის არიან: დიპლომატები, მკურნალობის ან ავადმყოფი ნათესავების მოვლის მიზნით ჩასული პირები და ასევე ქვეყანაში მცხოვრები პირების ოჯახების წევრები.

რუსეთის მთავრობის განკარგულებას, რომელშიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ გამონაკლისებზეა საუბარი, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

თუმცა რუსეთის მოქალაქეები მაინც შეძლებენ საქართველოში მოხვედრას — მესამე ქვეყნებიდან. ტურისტული დარგის ექსპერტების რეკომენდაცია თურქეთისა და სომხეთის გავლით რეისებით სარგებლობას ითვალისწინებს. თუმცა ასეთ შემთხვევაში ბილეთები შესაძლოა 600 დოლარიც კი ღირდეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთში კორონავირუსის აფეთქებიდან გამომდინარე, რუსეთიდან თურქეთში ავიარეისები კვირაში ორამდეა შემცირებული. ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია ერევნამდე ჩაფრენა და იქიდან სახმელეთო საზღვრით საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა.

თემები:
რუსეთი დღეს (879)

მთავარი თემები