03:29 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (594)
4500

რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩევლის თხოვნას კრემლში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ამისთვის რიგი პროცედურების გავლაა საჭირო.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილმა მრჩეველმა სუზანა მასიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა, იუწყება РИА Новости ტელეარხ НТВ-ზე დაყრდნობით.

მასი მოსკოვს კერძო ვიზიტით ეწვია და იქ რამდენიმე კვირა დაჰყო. მან გამართა შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველ იური უშაკოვთან, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან. ასევე დაესწრო აღლუმს 9 მაისს.

НТВ-ს ეთერში მასიმ აღნიშნა, რომ მან მრავალი წელი მიუძღვნა ამერიკელი და რუსი ხალხების დაახლოებას.

„ჩემთვის ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია რუსეთში დარჩენა, რომ ჩემი საქმე განვაგრძო. თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იპოვის შესაძლებლობას, რომ რუსეთის მოქალაქეობა მომცეს, ჩემთვის პატივი იქნება მისი მიღება. გმადლობთ“, – განაცხადა მასიმ.

კრემლში მასის თხოვნას უპასუხეს და აღნიშნეს, რომ მოქალაქეობის მისაღებად მან რიგი პროცედურები უნდა გაიაროს.

სუზანა მასი ამერიკელი ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწეა. ის რეიგანის მრჩეველი იყო 1984–1988 წლებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ცივი ომის“ დასრულებაში.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (594)

მთავარი თემები