რა საკითხები განიხილა პუტინმა ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას

© photo: Sputnik / Mikhail Klim'entev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი
ვლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა სამმხრივი შეთანხმების, უპირველეს ყოვლისა კი, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განუხრელად დაცვა.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე, სიუნიკში მომხდარი ინციდენტი განიხილეს, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.

საუბარი სომხეთის მხარის ინიციატივით შედგა.

„ვლადიმირ პუტინმა აქცენტი გააკეთა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრისა და მიმდინარე წლის 11 იანვრის განცხადებების ყველა დებულების განუხრელად შესრულებაზე, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უპირობოდ დაცვის ნაწილში“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მზადაა გააგრძელოს შუამავლის როლის შესრულება ერევანსა და ბაქოს შორის. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სომხეთს ეწვევა

ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა სამხრეთ კავკასიაში ყველა პრობლემის მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკურ და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კავშირების აღდგენის საკითხზეც ისაუბრეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს გარკვეული ღონისძიებების გატარება „საზღვრების დასაზუსტებლად“ სიუნიკის ოლქის ერთ-ერთ სასაზღვრო მონაკვეთზე. ამასთან, უწყებაში არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რა სამუშაოები ჩაატარეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა. ერევანი ამ ინციდენტს დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. სომხეთის პროკურატურამ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ყველა ახალი ამბავი
0