სროლა ყაზანის სკოლაში – დაღუპულია 11 ადამიანი

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისროლა ყაზანის სკოლაში
სროლა ყაზანის სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
პოლიციის წინასწარი მონაცემებით, ისროდნენ მოზარდები, რომელთაგან ერთ-ერთი დაკავებულია, ხოლო მეორეს, შესაძლოა, მძევლები ჰყავს აყვანილი.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ყაზანის სასწავლო დაწესებულებაში სროლის დროს 11 ადამიანი დაიღუპა – უმრავლესობა ბავშვია, განუცხადეს სააგენტო РИА Новости-ს რეგიონის საგანგებო სამსახურში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ექვსი დაღუპულის, მოგვიანებით კი ათის შესახებ.

ორი მოსწავლე დაიმტვრა – ისინი მესამე სართულიდან გადმოხტნენ.

შეიარაღებული თავდასხმა - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2018
სროლა სკოლაში: შეიარაღებულმა მოზარდმა ორი თანაკლასელი დაჭრა

ყაზანის №175 სკოლაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. წინასწარი ინფორმაციით, ისინი მოზარდები არიან. ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია, ხოლო მეორეს, შესაძლოა, მძევლები ჰყავს აყვანილი.

ევაკუირებულ ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ, ორგანიზებულია „ცხელი ხაზი“. ადგილზე სასწრაფო დახმარების 21 ბრიგადა გაგზავნეს.

ადგილზე ასევე მივიდნენ თათრეთის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი, რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი მარატ სადიკოვი და რეგიონის პროკურორი ილდუს ნაფიკოვი. ქალაქის ყველა სასწავლო დაწესებულებაში გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები.

ყველა ახალი ამბავი
0